„ოსკარების“ დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოსკარის ნომინანტი, ტიმოთი შალამე სკანდალში გაეხვია. ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის აცხადებს, რომ დღეს ბალეტსა და ოპერას აღარავინ უყურებს.
„არ მინდა ვიმუშაო ბალეტისა და ოპერის სფეროში. რეალურად ამას აღარავინ უყურებს. მგონი ახლა ჩემი გულშემატკივრების 14 პროცენტი დავკარგე…“, – განაცხადა მსახიობმა სიცილით.
შალამეს განცხადებას მწვავედ გამოეხმაურნენ როგორც ოპერისა და ბალეტის არტისტები, ისე ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის ვუპი გოლდბერგი, ჯეიმი ლი კერტისი და ევა მენდესი, მათ მსახიობი ამპარტავნებასა და ზედაპირულობაში დაადანაშაულეს.
კრიტიკას შეუერთდა მომღერალი, Doja Cat-იც, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპერასა და ბალეტს კვლავ ჰყავს ერთგული მაყურებელი და ეს ხელოვნების ეს ჟანრი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
სკანდალის ფონზე ინტერნეტში ვარაუდობენ, რომ ამ ამბავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს Academy Awards-ზე, სადაც შალამე ნომინირებულია „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ კატეგორიაში ფილმისთვის, „მარტი დიდებული“. ზოგიერთი პროგნოზით, გამარჯვების შანსები ახლა შესაძლოა სხვა ნომინანტს, მაიკლ ბი ჯორდანს გაეზარდოს.
ლეგენდარულმა მსახიობმა, ვუპი გოლდბერგმა მკაცრად გააკრიტიკა შალამე და აღნიშნა, რომ ოპერისა და ბალეტის დაკნინება უპატივცემულობაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ხელოვნებას ქმნიან.
მისი თქმით, შალამეს სიტყვები განსაკუთრებით უცნაურად ჟღერს, რადგან მსახიობი მოცეკვავეების ოჯახიდან მოდის, მისი დედა პროფესიონალი მოცეკვავეა.
„შენ მოცეკვავეების ოჯახიდან ხარ, ამიტომ როცა სხვა ადამიანების ხელოვნებას აკრიტიკებ, ეს ძალიან უსიამოვნოდ ჟღერს. ალბათ ამას მაშინვე ვერ მიხვდი, სანამ არ თქვი, ო, მგონი გავიჭედე, მაგრამ შემდეგ კიდევ გააუარესე სიტუაცია, როცა განაცხადე, რომ ამ სიტყვების გამო გულშემატკივრების მხოლოდ 14 პროცენტს დაკარგავ“, – ამბობს ვუპი.
„როცა ადამიანები ბრაზდებიან, ეს შეიძლება გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე გულშემატკივრების 14 პროცენტი, ასე რომ ფრთხილად იყავი, ბიჭო“, – დაამატა გოლდბერგმა.
გოლდბერგის თქმით, მსგავსი განცხადებები ხელოვანების მიმართ უპატივცემულობაა და საჯარო ფიგურებმა სიტყვები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიონ.
„კაილი ხელს არ უშვებს, ტერორში ჰყავს“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე


