უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში ფოტოს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როცა ამ ქვეყნიდან მიდის ადამიანი, ჩვენში სამუდამოდ ტოვებს თავის სიყვარულს, რომელიც გვიცავს… ❤️“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.