LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ერთ სახელს გეძახიან და მოწმობით სხვა სახელი გქვია, შეიძლება მენტალურად დაზიანდე? – რას ამბობს ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე

316
მაგდა კოტრიკაძე

როცა ერთ სახელს გეძახიან და მოწმობით სხვა სახელი გქვია, შეიძლება მენტალურად დაზიანდე?

ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელის შეცვლა ან არასწორი გამოყენება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მიკროაგრესია, რაც გავლენას ახდენს თავდაჯერებულობაზე და კომფორტზე.

„ხელოვნური საშვილოსნო და ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს რეალობაა…“ – რას წერს ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე

„მიხვედი მაცივართან და არ გახსოვს რისთვის?“ – რას გვირჩევს ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე დემენციის პრევენციისთვის

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.

მისი თქმით, პრაქტიკული გამოსავალია, რომ გარემო პატივს სცემდეს არჩევით სახელს და ზუსტად წარმოთქვას ის:

„როცა ერთ სახელს გეძახიან და მოწმობით სხვა სახელი გქვია, შეიძლება მენტალურად დაზიანდე?

საქართველოში გვიყვარს მეტსახელები, კაცმა რომ თქვას, რატომაა მავნე? ზოგჯერ მხიარულებასაც იწვევს, ემოციას, სითბოს, მაგრამ თუ ის ადამიანის ღირებულებებს არ ეთანხმება, არ არის პიროვნებისთვის მისაღები, შესაძლოა სავალალო შედეგი დადგეს.

სახელი ჩვენი პიროვნების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, როცა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ სახელით მიმართავენ, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა სახელი აქვს, ეს ხშირად ქმნის იდენტობის დისონანსს — შინაგან დაძაბულობას, რადგან ყოველდღიური სახელი გვაგრძნობინებს მიკუთვნებულობას და იდენტობის განცდას, ხოლო ოფიციალური ფორმა ხშირად უკავშირდება ფორმალურ გარემოს. ამ ორ რეალობას შორის განსხვავება ზოგჯერ იწვევს განცდას, რომ „ორი ადამიანი“ ხარ: ერთი — უფრო შინაური, მეორე — ოფიციალური, ასე ვთქვათ საგარეო.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ სახელის შეცვლა ან არასწორი გამოყენება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მიკროაგრესია, რაც გავლენას ახდენს თავდაჯერებულობაზე და კომფორტზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს კონტროლის მექანიზმი, თუ სად გამოიყენებენ მის რომელიმე სახელს. უნდა გავითვალისწინოთ კულტურული ფაქტორებიც, რადგან მნიშვნელოვანია: საქართველოში მეტსახელები და შემოკლებული ვერსიები ხშირად ასოცირდება სიახლოვესთან და მეგობრულობასთან, მაგრამ თუ ეს არჩევანი მოსაუბრესთან არ არის შეთანხმებული, შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ „ნამდვილი მე“ საჯარო სივრცეში ნაკლებად აღიარებულია, ან გაუფასურებულია, დარღვეულია მისი საზღვრები.

პრაქტიკული გამოსავალია, რომ გარემო პატივს სცემდეს არჩევით სახელს და ზუსტად წარმოთქვას იგი. ინსტიტუციებმა ადამიანს არჩევითი სახელის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მისცენ, ხოლო თვითონ ადამიანმა შეიძლება შექმნას გამჭვირვალე ნარატივი — სად და რატომ იყენებს ერთ ან მეორე სახელს. ეს ამცირებს უხერხულობას, ზრდის კომფორტს და აძლიერებს კუთვნილების განცდას.

საბოლოოდ, ეს არ არის მხოლოდ ფორმალური საკითხი — ეს არის თვითობისა და აღიარების თემა. როცა სახელით მიმართვა ემთხვევა პირად არჩევანს, ადამიანი თავს უფრო მთლიანად და დაცულად გრძნობს, ხოლო საზოგადოება ხდება უფრო მიმღებელი ხდება“, – წერს მაგდა კოტრიკაძე.

როცა ერთ სახელს გეძახიან და მოწმობით სხვა სახელი გქვია, შეიძლება მენტალურად დაზიანდე ? საქართველოში გვიყვარს…

Posted by ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze on სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g