პრინცმა უილიამმა ლონდონში მონაწილეობა მიიღო Earthshot Burgers-ის აქციაში და ეკოლოგიურად სუფთა ბურგერების გამყიდველის როლი მოირგო.
ბრიტანეთის მომავალი მეფე ცნობილი პრემიის Earthshot Prize-ის პატრონაჟს ეწევა, რომელიც ყველა იმ ორგანიზაციას აერთიანებს, ვინც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მუშაობს.
პრინცმა მსურველებისთვის სწორედ ეკოლოგიურად სიფთა ბურგერები დაარიგა.
მის გამოჩენას მყიდველები ოვაციებით ხვდებოდნენ, რადგან ფურგონიდან გადმოსული პრინცის ნახვას, არავინ ელოდა.
„ბურგერი, რომელსაც მიირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთაა, აქ არ შეგხვდებათ პლასტიკატები“ – უხსნიდა პრინცი უილიამი თითოეულ მყიდველს.
ფოტო: ქეით მიდლტონის ემოციები პრინცი უილიამის პოლოს მატჩზე გამარჯვების შემდეგ