LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ის ვნახე, შოკში ჩავვარდი, ვერ ვიცანი“ – კეროლ სეიგერი დაიან კიტონთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

410
page

79 წლის ასაკში, დაიან კიტონის გარდაცვალებამ მსოფლიოს გული საოცრად დასწყვიტა. მისმა მეგობარმა, კეროლ ბაიერ სეიგერმა, People-თან გულახდილად ისაუბრა მსახიობის ბოლო დღეებზე და იმ ემოციებზე, რაც მის გარდაცვალებას მოჰყვა.

სეიგერი, რომელმაც კიტონისთვის გასულ წელს საახალწლო სიმღერა, First Christmas დაწერა, ამბობს:

„ორი ან სამი კვირის წინ ვნახე და შოკში ჩავვარდი, ვერ ვიცანი, ის ძალიან გამხდარი იყო. მე ის უბრალოდ მიყვარდა, ის განსაკუთრებული იყო, სადაც არ უნდა შესულიყო, ანათებდა ყველაფერს, მუდამ ბედნიერი, მხიარული და კრეატიული იყო. ყველაფერს ფოტოს უღებდა, მისი თვალით სამყაროს დანახვა საოცარი იყო“, – იხსენებს დაიანს მისი მეგობარი.

ცნობისთვის, კიტონი წლები კიბოს დიაგნოზს ებრძოდა. ბოლო თვეებში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცებ გაუარესდა.

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეგახსენებთ, ოსკაროსანმა მსახიობმა პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა. მას ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორებიცაა: „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“, „პირველი ცოლების კლუბი“ და ა.შ…

ფოტო: ლეოპარდის პრინტი, კოპლები და კუბიკები – 75 წლის დაიან კიტონის ახალგაზრდული „ლუქი“

ფოტო: თეთრი სპორტულები და ბერეტი – 75 წლის დაიან კიტონი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები