LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა – მდინარაძე ოპოზიციაზე

87
dfewf

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება”,- ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დღევანდელ განაცხადებას, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, „რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მიეცეს“.

“ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“. – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები ისევ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, სწორედ იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაიმე საბაბი არ მიეცეს, ოპოზიცია დიალოგის შემთხვევაში სამოქმედო გეგმაში ცვლილებებს შეიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები