LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მარადონას გადაასწრებ: ჰამშიკმა ნაპოლის რეკორდს დაუმიზნა

43

“ნაპოლის“ კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა დიეგო მარადონას გაუსწრო სერია ა-ში გოლების რაოდენობით.
საკლუბო რეკორდამდე 20 გოლიღა დარჩა.

ჰამშიკმა იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში „პალერმოს“ წინააღმდეგ ანგარიში ლამაზი დარტყმით გახსნა. ეს სლოვაკისთვის 82-ე გოლია იტალიის სერია ა-ში და ამით ნეაპოლიტანელების (და არა მარტო მათ) ღმერთს დიეგო მარადონას გადაასწრო.

ქვეყნის პირველობაზე „ნაპოლის“ რიგებში უფრო მეტი გაუტანია ანტონიო ვოიაკს (102), რომელიც 1929-35 წლებში გამოდიოდა.
„ნაპოლისთვის“ გატანილი საერთო გოლებით ჰამშიკი (99) მეხუთე ადგილზეა, აქ კი ჯერჯერობით ისევ მარადონა ლიდერობს (115).

სლოვაკი ნეაპოლში 2007 წლიდანაა. მას ორჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი.
მარეკის კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები