დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სიმბოლურ გზავნილს ავრცელებს.
მისი თქმით, ბზობა ადამიანებისთვის მანძილის გააზრების დღეა – მანძილის, რომელიც პალმის რტოების დაფენიდან ჯვარცმამდე გადის.
„დღეს ბზობაა. ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე. მანძილის სიმოკლის – პალმის რტოების დაფენიდან ვიდრე ჯვარზე გაკვრამდე.
თუმცა, როცა მართალი ხარ, მეორე გზა უფრო მოკლე გამოდის – ჯვარზე გაკვრიდან – აღდგომამდე“, – წერს გიორგი კეკელიძე.
