LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს , რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სულ სხვანაირად აღიქვამს – რაზე საუბრობს რამაზ გიგაური

207
Screenshot 2026-02-15 160453

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს სტატიის – „უხილავი ტრავმა“ შესახებ, სადაც ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ სოციალურ პრობლემაზე — ემიგრაციაში ან გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში მყოფი მშობლების მიერ გაწეულ მატერიალურ ზრუნვასა და ემოციური თანყოფნის ნაკლებობას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე.

სტატიაში განხილულია ცნობილი ფსიქოთერაპევტის, გაბორ მატე-ს მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ოჯახებში ხშირად ყალიბდება ტრაგიკული პარადოქსი: მშობელი საკუთარ თავგანწირვას სიყვარულის უმაღლეს ფორმად აღიქვამს, ხოლო ბავშვი მშობლის ხანგრძლივ არყოფნას ემოციურად განიცდის, როგორც მიტოვებას.

ფსიქოთერაპევტის შეფასებით, ბავშვებისთვის ტრავმა მხოლოდ ნეგატიური მოვლენები არ არის; ტრავმად შეიძლება იქცეს იმ მნიშვნელოვანი გამოცდილებების არქონა, რომლებიც მათ ემოციურ უსაფრთხოებას ქმნის — პირველ რიგში, მშობლის მუდმივი თანყოფნა და ყურადღება.

სტატიის მიხედვით, როგორც რამაზ გიგაური წერს, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები ხშირად ცდილობენ საკუთარი ემოციების დამალვას, რათა მშობელს დამატებითი ტვირთი არ დააკისრონ. შედეგად, ისინი „ზედმეტად კარგ“ ბავშვებად იქცევიან და საკუთარი ნამდვილი გრძნობების გამოხატვას თმობენ, რაც მომავალში ფსიქოლოგიურ სირთულეებს ზრდის.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ მატერიალური უზრუნველყოფა ვერ ანაცვლებს ემოციურ კავშირს, ხოლო მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ თანყოფნა, ყურადღება და ემოციური ხელმისაწვდომობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g