LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთისგან არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, ასევე, არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტზეც“ – მაკა ბოჭორიშვილი

141
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება, ასევე, არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“.

როგორც მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენება.

„კონკრეტულად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონო და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივად აგრძელებს მუშაობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვაქვს რაიმე ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ჩვენი გაცხადებული მიზნის – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად, თავად ოკუპაცია არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად, ყველაფერი, რაც მის ფარგლებში ხორციელდება, უნდა შეფასდეს უკანონო ქმედებად და ეს ასეც ხდება.

„საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად ჩანს საერთაშორისო სასამართლოების 2021-2025 წლების გადაწყვეტილებებშიც. ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის შედეგები, რომლითაც სამართლებრივად ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება. ასევე, არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ასევე იყო კითხვები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი შარაშიძე – ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი!

მაკა ბოჭორიშვილი – ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა – პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები