კიანუ რივზმა არაერთი მასშტაბური კინო-პროექტით გაითქვა სახელი, თუმცა, ის აგრეთვე შესანიშნავი მუსიკოსია. რივზი ბავშვობიდან უკრავს გიტარაზე.
სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი ჰოლივუდში, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში გადაიღეს, სადაც მან გიტარა იყიდა და სახლისკენ გაემართა. სადაც მას საყვარელი ქალი, ალექსანდრა გრანტი ელოდა.
„როცა საყვარელ ქალთან მიგეჩქარება“, „კიანუ ძალიან საყვარელია“ „არაჩვეულებრივი პიროვნება“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გასულ კვირას ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა. კიანუმ თან შეყვარებული, ალექსანდრა გრანტი წაიყვანა. წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს კოცნიდა და გვერდიდან არ შორდებოდა.
58 წლის კიანუ რივზი საშობაო ბაზრობაზე მოტოციკლით მივიდა