ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა 20 წლიანი განშორებისა და 1 წლიანი განახლებული რომანის შემდეგ გუშინ იქორწინეს. გასულ წელს, სწორედ ბენის გამო დაშორდა ლოპესი საქმროს, ალექს როდრიგესს, თუმცა, როგორც ირკვევა, სპორტსმენი გულში წყენას არ ინახავს და ის კვლავინდებურად აღფრთოვანებულია ჯენიფერით.
იმ დროს, როცა ჯეი „რალფ ლორენის“ პომპეზურ კაბაში ბენს მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდა, ალექსმა გადაწყვიტა ამავე ბრენდის ტანისამოსი მოერგო, მეტიც როდრიგესმა ფოტოები „ინსტაგრამ“ სთორიში გაავრცელა. მას „რალფ ლორენის“ შარვალი და ამავე ბრენდის პერანგი აცვია. აი ასე ებრძვის შემოწოლილ მელანქოლიას მიტოვებული ალექსი.
ფოტო: იპოვეთ სამი განსხვავება, მიაგეთ პატივი ალექს როდრიგესის ხსოვნას – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები