LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1093
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში ნალექიანი ამინდი პირველ მარტამდეა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი.

უამინდობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს – იხილეთ ჩამონათვალი

„26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g