ხვალ, 9 აპრილს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემისა და მილიარდერი, ნელსონ პელტცის ქალიშვილის, ნიკოლას გრანდიოზული ქორწილი გაიმართება. ღონისძიება 76 მილიონი ფუნტი ღირებულების სახლში შედგება, წვეულებისთვის 4 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
ბუნებრივია, საქორწინო ცერემონიალის სამზადისი ძალიან დამღლელი პროცესია, ყველაფერი ნეფე-პატარძალთან უნდა იყოს შეთანხმებული და აი, როგორც ჩანს, საქმროც გადაიღალა. ბრუკლინ ბექჰემის ახლად გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ის თავჩაწეული ზის და აშკარად უგუნებოდაა.
„როდესაც ქორწილის წინა დღეს ცოლის მოყვანა გადაიფიქრე“, „ახლა გვიანია გადაფიქრება“ „უკან დასახევი გზა არ არის“, „ხომ არ გადაიფიქრა?“, – წერენ კომენტარებში.



