LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქორწილია, ქორწილი… ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის 3 მილიონიანი ცერემონიალის სამზადისი დაიწყო – ახალი დეტალები

993
Untitled.pngJHJJHJH

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემისა და მილიარდერი, ნელსონ პელტცის ქალიშვილის, ნიკოლას  ქორწილი 9 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. წყვილმა უკვე  საქორწინო კონტრაქტიც გააფორმა.

„გარიგება“ ჰოლივუდურად – ბრუკლინ ბექჰემმა მილიარდერი ნიკოლა პელტცის მშობლებთან საქორწინო კონტრაქტს მოაწერა ხელი

წვეულებისთვის 3 მილიონი ფუნტი დაიხარჯება. მთავარი ცერემონია პელტცის ოჯახის მამულში, ოკეანის პირას, „პალმ ბიჩზე“ გაიმართება.

სტუმრების სიაში არიან: ჯიჯი ჰადიდი, სნუპ დოგი, ნიკოლ რიჩი, გორდონ რემსი, ბრუკლინის ყოფილი შეყვარებული, ქლოე მორეცი, Spice Girls, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი… რა თქმა უნდა, ეს სტუმრების არასრული ჩამონათვალია.

ცნობისთვის, 76 მილიონი ფუნტი ღირებულების სახლში უზარმაზარი საცურაო აუზი და 27 საძინებელია განთავსებული.

ამაზე ნაკლები თაფლობის თვე არ უნდა გქონდეს! – ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები