LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო.. დედაჩემმა იმდენი გააკეთა, რომ მამას სიყვარული გამიორმაგა“ – ბარბარე ჯანაშიას ემოციური გამოსვლა „სიცრუის დეტექტორში“

1731
ბარბარე ჯანაშია

გადაცემას „სიცრუის დეტექტორს“ უსაყვარლესი პატარები სტუმრობდნენ, რომლებიც „პატარების დიდი შოუს“ მონაწილეები არიან. პატარებმა ნამდვილი შოუ შესთავაზეს მაყურებლებს და კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რა საოცარი ნიჭით არიან დაჯილდოვებულები.

გადაცემის ყველაზე ემოციური ნაწილი 8 წლის ბარბარე ჯანაშიას ინტერვიუ იყო.

როგორც ბარბარემ აღნიშნა, სწორედ „პატარების დიდი შოუს“ დამსახურებაა, რომ დიდი ხნის უნახავ მამას შეხვდა. ყველას კარგად ახსოვს, ემიგრანტ მამაზე დასმული კითხვის დროს მოულოდნელად ატირებული ბარბარე ჯანაშია.

ვიდეო: „მამა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები“ – ბარბარე ჯანაშიას ემოციური გამოსვლა „პატარების დიდ შოუში“ და მიმართვა ემიგრანტ მამას

„მე ცნობილი „პატარების დიდი შოუდან“ გავხდი, როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე და ცრემლები წამომივიდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო..

მამამ ჩემს ვიდეოს რომ უყურა, ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, ეგრევე დაიწყო საბუთების შეგროვება და ახალ წელს ჩამოვიდა, ერთი თვე იყო და ისევ წავიდა ამერიკაში..

ვიდეო: „ახალ წელს სასწაულები ხდება“ – 8 წლის ბარბარე ჯანაშია, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში მამის შესახებ საუბრისას ატირდა, მამას შეხვდა 

დედაჩემმა იმდენი გააკეთა, რომ მამას სიყვარული გამიორმაგა, იმდენი გააკეთა, რომ თავის თავზე მეტად შეგვაყვარა.. მამაჩემი ჩემით ამაყობს და მინდა სულ იამაყოს.
მინდა ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე და ამაში ეჭვი არ მეპარება“, – აღნიშნა ბარბარე ჯანაშიამ.

პოპულარულები