LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც გამოძიება ბოლოში არ არის გასული, ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სწორი არ არის: გახარია ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

256
გახარია 1

მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას, „რატომ არ შეხვდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრობის დროს“ პასუხობს და აცხადებს, რომ „როდესაც გამოძიება ბოლოში არ არის გასული, ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სწორი არ არის“.

მისივე განცხადებით, „ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სისხლის სამართლის საქმე გვქონდა, რომელიც პოლიტიკურ შეფერილობას იღებდა და შემდეგ აღნიშნულ საქმეებს პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებდნენ“. გახარიას განმარტებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში კომპეტენტური პოლიციელები და უწყებები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებსაც საშუალება ექნებათ, სისხლის სამართლის საქმეები პროფესიონალურად გამოიძიონ.

„ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები უნდა ჩაატაროს შესაბამისმა უწყებებმა, შსს-მ და პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებებმა. ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების, სანამ გამოძიება ბოლოში არ არის გასული, არ არის სწორი. სამწუხაროდ, ბევრი სისხლის სამართლის საქმე გვქონია ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროდ, პოლიტიკურ შეფერილობას იღებდა და შემდგომ ამ საქმეების პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენება ხდებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ იქ, სადაც მაღალი კვალიფიკაციის და კომპეტენტური პოლიციელები, პროკურატურის თანამშრომლები იძიებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, მათ იმის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ ეს საქმე პროფესიონალურად, ბოლომდე მიიყვანონ“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g