LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება: რატი ბრეგაძე

141
fot (1)

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.

“შეხვედრა შეეხებოდა სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც , – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, შეხვედრის შემდეგ.

რატი ბრეგვაძის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის ინიციატორი იუსტიციის სამინისტრო იყო.

მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა.

მისივე განცხადებით, თუ ექიმები დადებენ დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად გამოჯანმრთელდა, მათი მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g