LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში“ – ბრეგაძე

134
Untitled design (1)

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება: რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძემ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ „ვივა მედის“ სამედიცინო პერსონალთან „რეგულარული კონტაქტი აქვთ“.

„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი მსჯავრდადებული პატიმარია. როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, ის იქნება გადაყვანილი. ანუ ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში.

„ვივა მედის“ სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც შესაბამისი პირობები იქნება, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ზურაბიშვილი სააკაშვილზე – ვფიქრობ, მას კარგად უნდა მოუარონ, ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს

სააკაშვილი: მათ გასაგონად, ვინც ჩემზე საუბრისას „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება – სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნისთვის თავი გავწირე, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამათავისუფლებს, თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g