LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვითარება იქნება მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, გავლენა ექნება ლარის კურსსაც – Galt & Taggart

65
food

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციის პროგნოზზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვითარება იქნება მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, Galt & Taggart-ის საბაზისო პროგნოზით, ინფლაციამ მარტიდან ეტაპობრივი შემცირება უნდა დაიწყოს.

„ინფლაცია არის ნამდვილად გამოწვევა და ეს 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებლებში ცალსახად ჩანს. წინა თვეებთან შედარებით, დეკემბერში ინფლაცია კვლავ გაიზარდა.

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციის პროგნოზზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვითარება იქნება მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე. გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს და არის თავად ვირუსის ეფექტიც, მიწოდების ჯაჭვების მოშლაზე არის საუბარი და ამასაც ექნება გავლენა; ასევე გავლენა აქვს შიდა ფაქტორებს, იქნება ეს კომუნალური გადასახადების გაზრდა ან ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ყოველთვის მოქმედებს ინფლაციაზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა და იქვე კიდევ ერთხელ დასძინა, რომ Galt & Taggart ინფლაციის კლებას მარტიდან პროგნოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g