LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, სამოთხესავით მშვენიერი ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთად გადაიქცა” – ნუგზარ წიკლაური

217
BeFunky-collage - 2022-12-13T011842.571

როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, სამოთხესავით მშვენიერი ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთად გადაიქცა, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უნდათ, რომ მონაწილეები გაგვხადონ სასტიკი რიტუალური მკვლელობის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება.

“როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს, სამოთხესავით მშვენიერი ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთად გადაიქცა. ადამიანები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ, დავკარგეთ დამოუკიდებლობა. ახლაც ასეთივე საფრთხეა. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ პრეზიდენტს კლავს, ევროპას არ იმსახურებს. ერთია რა სურს ხელისუფლებას და მეორე რა გვინდა ჩვენ, ხალხს. უნდათ, რომ მონაწილეები გაგვხადონ სასტიკი რიტუალური მკვლელობის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ვიღაცას შეიძლება ზიზღი ჰქონდეს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ თავისი შვილები ხომ უყვართ. რა დაიცავს მათ, რომ ასეთივე უსამართლობის მსხვერპლი არ გახდნენ”, – საუბრობს ნუგზარ წიკლაური.

ამავე თემაზე:

მცირე პარტიები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმის ნაწილი გახდნენ, რათა წარმატებას მიაღწიონ: ნუგზარ წიკლაური

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებებმა დააზარალა საქართველოს ინტერესები და ხაზი გაუსვა მთავრობის უმოქმედობას – ქართული ოცნება საბოტაჟით არის დაკავებული: ნუგზარ წიკლაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g