LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებებმა დააზარალა საქართველოს ინტერესები და ხაზი გაუსვა მთავრობის უმოქმედობას – ქართული ოცნება საბოტაჟით არის დაკავებული: ნუგზარ წიკლაური

74
ნუგზარ წიკლაური

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ევროპარლამენტარების რეზოლუციის შეფასებისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ინტერესები და ხაზი გაუსვა მთავრობის უმოქმედობას.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება საბოტაჟით არის დაკავებული და ყველა ფრონტზე, სადაც ეს შესაძლებელია, ხელს უშლიან საქართველოს, რომ მიიღოს ის სტატუსი, რომელსაც ბევრი თაობა ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

ზურაბიშვილი: არ მჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი – არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის წინ წასვლაში ვინმეს უნდა გადავყვეთ: არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ივანიშვილს

„პრეზიდენტმა თქვა, რომ აღარ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საქართველოს ინტერესები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მანამდე ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომლებიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გააკეთეს ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული რეზოლუციის შეფასებისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდის განცხადებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ინტერესები და ხაზი გაუსვა მთავრობის უმოქმედობას. 

ზურაბიშვილმა ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს: ხათუნა ლაგაზიძე

თუ ყველაფერ ამას ერთად ავკინძავთ მივიღებთ სურათს, რაც ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი ეწევა საქართველოს ევროპული ინტერესების საბოტაჟს და იმ ადამიანთა შორის, რომელთა მიმართაც ეს საბოტაჟი ხორციელდება არის თვით საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერით არის არჩეული.

ქართული ოცნება საბოტაჟით არის დაკავებული და ყველა ფრონტზე, სადაც ეს შესაძლებელია, ხელს უშლიან საქართველოს, რომ მიიღოს ის სტატუსი, რომელსაც ბევრი თაობა ელოდება. 

არის უმძიმესი სურათი, პრაქტიკულად ვიზიტები ჩაუშალეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ და ამ აღვირახსნილი საბოტაჟის გამო ეს შესაძლებლობაც გაქრა საქართველოსათვის.

რასაც პრეზიდენტი ამბობს ის სრულად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქართული ოცნების მოქმედებების შედეგად შეიქმნა საქართველოსათვის, მაგრამ ახლა არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.  

რაც შეეხება პრეზიდენტის განმარტებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, წიკლაური აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g