LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: არ მჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი – არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის წინ წასვლაში ვინმეს უნდა გადავყვეთ: არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ივანიშვილს

235
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროპული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ არსებობს.

ზურაბიშვილმა ამის შესახებ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, ამ პროცესის წინ წასვლაში არ უნდა გადაჰყვეს არავის, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილს, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ნიკა გვარამიას:

“მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ჩართვის დროს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უნდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ კიდევ ერთი უარი მიიღო.

mazda magti 5g