საქართველოში 22 იანვრიდან, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება – აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, თბილისში, 22 იანვრის ღამით, ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიკლებს.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით, თოვა 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება, საღამოს საათებში მოსალოდნელია ქარი. 21 იანვრიდან კი დასავლეთ საქართველოში თოვა სრულად შეწყდება და გამოიდარებს.
