„საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატიდან მობილური სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი ხდება.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიიდან აცნობეს, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებულის შესაბამისი იქნება.
”თვითმომსახურების აპარატით საკომისიოს გადახდის შესახებ,”საქართველოს ბანკმა” მომხმარებლის ინფორმირება ერთი თვით ადრე დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ბანკის პლასტიკური ბარათით, მაგალითად – მობილური ბალანსის შევსება, სრულიად უფასოა”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.
მათივე ინფორმაციით, Express pay-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი 1 ოქტომბრიდან გახდება.
შეგახსენებთ, ამ დრომდე სხვა კომპანიების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მობილური ბალანსის შევსების საკომისიო 4% იყო. აღნიშნული ტარიფი კომპანიებმა 3 წლის წინ დააწესეს, მაშინ ”საქართველოს ბანკმა” მომსახურების საკომისიოს დაწესებისგან თავი შეიკავა.