LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება USA2GEORGIA-ს საქმის შესახებ – ლექვინაძის პასუხი მომხმარებლებს

144
Textcase-vertaalbureau-Online-shopping-–-kansen-rond-de-coronacrisis-1024x675

USA2GEORGIA-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოცხადდება. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან – დღემდე, მას შემდეგ რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტომ მომხმარებლების მხრიდან 90-მდე განაცხადი მიიღო, საიდანაც 50-ზე მეტზე საქმის შესწავლა დაიწყო. მისივე თქმით, დაწყებული საქმის წარმოებიდან 9 შემთხვევაზე, სააგენტომ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.

„USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დაახლოებით, 15-მდე განაცხადი შემოვიდა. თემა ეხებოდა მომხმარებლებისთვის არსებული პირობების ცვლილებას ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლისას. იანვრის თვეში ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აქ:

ირღვევა თუ არა USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებები - კონკურენციის სააგენტომ შესწავლა დაიწყო

საკითხი ეხება - აშშ-დან, მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას.

1.დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დროული არაინფორმირებულობის გამო და ასეთ შემთხვევაში, მიეცემა გონივრული ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი, აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდა, იქნება საჯარიმო სანქციები.

2.კომპანიამ მოახდინოს განმარტება და ახსნას ობიექტური გარემოებებით ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია გამართლდეს და ვთქვათ, რომ ეს იყო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული.

3.პირობითი ვალდებულების აღება – კომპანიამ თქვას, რომ საქმის წარმოების კუთხით ვიაზრებ, რომ არასწორი ინფორმირებულობის გამო, სათანადოდ არ უზრუნველვყავი მომხმარებლების ინფორმირება, დარღვევა დაადასტუროს და აიღოს პირობითი ვალდებულება, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს დარღვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებს. ამ სამი შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთს ჩვენ იანვრის ბოლოს გამოვაცხადებთ. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, დაახლოებით, 80% ეხება ონლაინ ვაჭრობს სფეროებს. ძირითადი მომხმარებელი არის თბილისიდან. ძირითადი სექტორი კი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ტანსაცმლით ვაჭრობა. თემატიკა მრავალფეროვანია, მაგალითად: თანხის არ დაბრუნება, პროდუქციის წუნის აღმოჩენა, შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები, გარანტიასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ ეტაპზე, 9 გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. 9-ვე ეხება კომპანიამ აიღო პირობითი ვალდებულება. მათ ამ პროცესში თქვეს, რომ ვიაზრებთ პრობლემას, აღვუდგენთ მომხმარებელს დარღვეულ უფლებას და სავაჭრო პოლიტიკის ინფორმირების მაქსიმალურ შესაძლებლობას შევქმნით. ამისთვის მათ აქვთ გონივრული ვადა, ძირითადად, ეს არის 1-თვიანი პერიოდი. ჩვენ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, აუცილებლად გადავამოწმებთ კომპანიას და თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, საჯარიმო სანქციებამდე მიდის საქმე. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა“, – განაცხადა ლექვინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g