LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ყინვამ ცოტა მოიმატოს, მათ შორის, თბილისშიც“ – როდის გამოიდარებს და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეებში

666
1481620553286254

საქართველოში 21 იანვრამდე ამინდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

დოდო გვაზავას თქმით, 13 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში სიცივე შედარებით შესუსტდება:

„დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება – სამეგრელოსა და იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ძლიერი ქარი იქნება გურიასა და სხვა რეგიონებშიც.

აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება და მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს.

13 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი უკეთესობისკენ იცვლება. ძირითადი ცივი ჰაერის მასა შორდება აღმოსავლეთ საქართველოს, გადის კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, ამიტომ სიცივე უფრო შესუსტდება და ველოდებით, რომ დღის საათებში, 14 იანვრიდან თბილისსა და კახეთში შედარებით დათბება.

უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გამოდარებასთან ერთად, შენარჩუნდება ყინვები, შესაძლებელია, ზოგიერთ რაიონში ყინვამ ცოტა მოიმატოს, მათ შორის, თბილისშიც.

გასულ დღეებში -2 გრადუსი იყო, შემდეგ დღეებში კი შეიძლება ღამის საათებში -3-5 გრადუსი ყინვა იყოს. თოვლი და ნალექი მოსალოდნელი არ არის, ამინდი უმეტესად ღრუბლიანი იქნება.

შესაძლებელია, 15-16 იანვრიდან მზეც დავინახოთ.

21 იანვრამდე ამინდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის – აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ყინვებია, დღისით კი ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.

magti 5g