LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოვა ბრუნვაში ახალი დიზაინის 5 და 10 ლარიანი ბანკნოტები?

625

ახალი დიზაინის 5 და 10 ლარიანი ბანკნოტები ბრუნვაში, სავარაუდოდ,  2017 წელს შევა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ამ ბანკნოტების დიზაინის განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს, მანამდე კი ბრუნვაში განახლებული 100 ლარიანი ბანკნოტი შევა.

მისი თქმით, გასულ წელს ნაღდი ფულის უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა და განახლდა 20, 50 და 100 ლარის ბანკნოტების დიზაინი.

”ეს იყო პირველი ცვლილება მას შემდეგ, რაც ლარი ბრუნვაში გავიდა. ზოგადად, ყოველ 15-20 წელიწადში უნდა მოხდეს დიზაინის განახლება, რადგან გამოდის ახალი ტექნოლოგიები, ახალი დამცავი ნიშნები და შესაბამისად, ჩვენი ბანკნოტები უკვე აღარ შეესაბამებოდა თანამედროვე ტექნიკურ და დიზაინის მოთხოვნებს”, – განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g