კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი კუპეს CLE გამოსახულება გაავრცელა. სიახლის მსოფლიო პრემიერა დღეისათვისაა დაგეგმილი, ხოლო ბაზარზე კი მოდელი ამ წლის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს. ეს იქნება ახალი მოდელი კუპეს და კაბრიოლეტის სახით, კოდური სახელწოდებით C236 და A236. სიახლე ერთდროულად რამდენიმე მოდელს ჩაანაცვლებს, კუპესა და კაბრიოლეტს C-Class-ს და E-Class-ს.
ახალი Mercedes-ის ძრავათა ვარიაციაში იქნება 4 ცილინდრიანი აგრეგატი რომელიც 9 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს, ამასთან გაყიდვების დაწყებამდე მოსალოდნელია ელექტრიფიცირებული ვერსიის გამოსვლაც, რომელიც 2 ლიტრის მოცულობის „ოთხიანით“ დაკომპლექტდება.
ასევე CLE მიიღებს 6 ცილინდრიან, მძლავრ AMG-ვერსიასაც. ყველაზე მაღალი გამავლობის AMG CLE 63e 4Matic+ ევროპელ დილერებთან მხოლოდ 2024 წლისთვის მოხვდება.