55 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ლევან შენგელიას ემოციურ სტატუსს უძღვნის მომღერალი ნინი შერმადინი:
„რანაირად ჩუმად წახვედი მაე, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძაან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხომ მითხარი კარგად ვარო…
ძალიან მომენატრები, იცოდე. მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენს ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე ჩემო გენკა მეგობარო. ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
რანაირად ჩუმად წახვედი მაე, არ გეკადრებოდა ესე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი…
Posted by Nini Shermadini on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024
ლევან შენგელიას გარდაცვალებას ეხმიანება ბლოგერი კოკი ფერაზიც და სოციალურ ქსელში, არქივიდან ნინი შერმადინის და ლევან შენგელიას ერთობლივ ვიდეოს აქვეყნებს – ნინი შერმადინი ფრენკ სინატრას ჰიტს „My Way“ შესანიშნავად მღერის, ლევან შენგელია კი მას არაჩვეულებრივ აკომპანემენტს უწევს.
„ძალიან ნიჭიერი ლევან შენგელია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს და საქართველოს“, – წერს კოკი ფერაზი.
ცნობისათვის, მუსიკოსი ლევან შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების -„ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.
როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.