LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დააღწია თავი კახა კინწურაშვილმა აზარტულ თამაშებს: „გამიხარდება, თუ ვინმესთვის მაგალითი ვიქნები. ვიცი, ეს რამხელა ცხოვრებისეული ტრავმაა“

839
კინწურაშვვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი პოტკასტში „დღე I “ ლუდომანიაზე საუბრობს და მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

მსახიობმა ისაუბრა, როგორ დაიწყო თამაში და როგორ მივიდა იქამდე, რომ მისთვის თავი დაენებებინა.

„გამიხარდება, თუ ვინმესთვის მაგალითი ვიქნები. ვიცი, ეს რამხელა ცხოვრებისეული ტრავმაა“

ლუდომანია ადამიანს ფიზიკურად და სულიერად გფიტავს და რეალობას გწყვეტს და არარეალურ ცხოვრებაში გადაჰყავხარ. ზუსტად, საიდან დაიწყო დამოკიდებულება, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

რაღაც კუთხით, პირველი წაგება აზარტული იყო და ალბათ, ამან ჩამითრია. არც მიფიქრია, რომ რეალურად მაშინ პრობლემაში ვიყავი.

მოზარდი ვიყავი და იმ ფულის გადახდა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო. პრობლემა რომ მოვაგვარე, დიდად ვიგრძენი თავი. მერე შევყევი..

რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა. შემდეგ შემოვიდა გაბრჭყვიალებული „სლოტების“ თემა. გარემომ, უფასო სასმელმა, ისევ შემიყვანა ამ სივრცეში.

ამ ყველაფერმა ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი დამაკარგვინა.

ჩემმა ახლო მეგობარმა, რომელიც თამაშობდა, ყველაფერი მატერიალური დაკარგა, რაც გააჩნდა, ოჯახიც და მერე დაიღუპა. ძალიან ახალგაზრდა იყო..  ვერ გაუძლო. ეს ჩემს თვალწინ მოხდა და ამან მაიძულა, ხედვა შემეცვალა.

მანამდე მქონდა განცდა, რომ თამაშს, როცა მოვინდომებდი, მაშინ დავასრულებდი, მაგრამ ეს არარეალური განცდა იყო“. – ამბობს კახა კინწურაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g