LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიპყრო ვიტორია ჩერეტიმ ყველასთვის მოუხელთებელი ლეონარდო დიკაპრიო – ცნობილია მოდელის სტრატეგიული გეგმა

219
page

ლეონარდო დიკაპრიო ჰოლივუდის ყველაზე მოუხელთებელი მამაკაცია, 50 წლის ოსკაროსანი მსახიობი დაქორწინებული ჯერ არასდროს ყოფილა, მის ანგარიშზე უამრავი მოდელის გატეხილი გულია. თუმცა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს.

ცნობილია, რომ ლეო უკვე ორი წელია 26 წლის მოდელს, ვიტორია ჩერეტის ხვდება და როგორც ჩანს, საქმე უკვე სერიოზულადაა. დასავლური მედია აქტიურად ალაპარაკდა წყვილის ნიშნობაზე. ჩერეტი ნიშნობის ბეჭდით ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადაიღეს. ახლა კი აღნიშნული სიახლე ინსაიდერმა დაადასტურა.

„ჯადო მოხსნილია“ – 26 წლის ვიტორია ჩერეტიმ 50 წლის ლეონარდო დიკაპრიოს უღელი დაადგა

ტაბლოიდები უამრავ ვარაუდებს წერენ, ინსაიდერები კი ლამაზმანის სტრატეგიულ გეგმას განიხილავენ. და მაინც, როგორ და რით მოხიბლა ჩერეტიმ ლეო და რა გზით ცდილობს ის ყველასთვის მოუხელთებელი, საკმაოდ თავისებური მამაკაცის საკურთხეველთან მიყვანას.

„ლეო საკმაოდ უცნაური მამაკაცია, რომელსაც ბევრი ჰობი და მისწრაფება აქვს. უწინ, ქალბატონები, რომლებსაც ლეო ხვდებოდნენ, არ იზიარებდნენ მის ინტერესებს, ვერ ახერხებდნენ მისთვის ფეხის აწყობას, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ვიტორიამ მიზანი დაისახა, რომ ლეო საკურთხეველთან პირველად სწორედ მან მიიყვანოს. ის საოცრად მიზანდასახული ქალია. მოდელი მაქსიმალურადაა ჩართული საყვარელი მამაკაცის საქმიანობაში, იზიარებს მის მისწრაფებებს. მან ლეოს ჰობი საკუთარ ჰობად აქცია. ასე უწინ ლეოსთვის არავის გაუგია და მის შინაგან სამყაროში ასე ღრმად არვის შეუღწევია“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა InTouch-ს.

26 წლის შეყვარებულთან ეგზოტიკური მოგზაურობის შემდეგ, 50 წლის ლეონარდო დიკაპრიო გაჭაღარავებული წვერით დაბრუნდა – უახლესი ფოტოები ვიტორია ჩერეტის „ინსტაგრამიდან“

ვიდეო: ლეონარდო დიკაპრიოს ულამაზესი საცოლე „შანელის“ საშობაო რეკლამაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები