”პორტუს” გაწბილებული ქომაგები ლონდონიდან დაბრუნებულ გუნდს აეროპორტში დახვდნენ და თავდასხმა სცადეს.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ ”დრაკონებს” ბუნებრივია თბილად არავინ დახვედრია. აეროპორტში მისული გულშემატკივრები ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს ისროდნენ, პოლიციას კი ზედმეტად გაცეცხლებული ფანების შეკავება მოუხდა, რომლებიც მოთამაშეებთან მიახლოებას ცდილობდნენ.
პორტუგალიური კლუბი თებერვლიდან ევროპალიგის 1/16 ფინალში ითამაშებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=cHCF2p8hQLQ