LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიწყოთ ცხოვრება ახლიდან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

226
ეკატერინე-ყიფიანი

როგორ დავიწყოთ ცხოვრება ახლიდან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ეკატერინე ყიფიანმა ისაუბრა.

რამდენად რთულია ცხოვრების ახლიდან დაწყება?

ცვლილება და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. როდესაც სიღრმისეული ცვლილებების შესახებ ვფიქრობთ, ხშირად ეს შორეულ ოცნებას ჰგავს. ცხოვრება მიედინება და ვთვლით, რომ ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია და არაფერს ვაკეთებთ ცვლილებისთვის. ვიღებთ ყველაფერს ისეთს, როგორიც არის. შეიძლება ეს ეხებოდეს კარიერას, ფინანსებს, ასევე პირად ცხოვრებას. რა თქმა უნდა სჯობს გავაანალიზოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ბედნიერი და უფრო წარმატებული.

ნულიდან რომ დავიწყოთ ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გავაცნობიეროთ, რომ ახალი ცხოვრებისთვის არ არსებობს რაიმე სხვა ბარიერი, გარდა იმისა, რაც ჩვენს წარმოსახვაშია.

ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრების გარშემო ბედნიერება თავად შექმნას. ნაცვლად იმისა, რომ აბსტრაქტულად წარმოვიდგინოთ ბედნიერება, დავწეროთ – როცა ვართ ბედნიერი, რას ვაკეთებთ, რატომ გხდით ეს კონკრეტული საქმე ბედნიერს. შევცვალოთ ჩვენი მიზნები იმის შესაბამისად, რაც ბედნიერს გვხდის და ვაქციოთ ცხოვრება უფრო საინტერესოდ! თუ ვცდილობთ მივაღწიოთ წარმატებას რაიმე საქმეში და არ გამოგვდის, ან არ გვხდის ეს საქმე ბედნიერს, დროა ვცადოთ რაღაც სხვა.

რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამისთვის?

გავაანალიზოთ, გავიაზროთ, რომ ცვლილების დროა, დავიწყოთ საკუთარ თავში ახალი რესურსების მოძიება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა გარემოში ვიმყოფებით! ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანი ემსგავსება იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემო ჰყავს. ამიტომ მკვლევარები გვირჩევენ, რომ შევეცადოთ გარშემო შემოვიკრიბოთ პოზიტიური ადამიანები.

ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენც პოზიტიურად შევხედოთ ცხოვრებას და დავინახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ცხოვრება უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს! ასევე მნიშვნელოვანია გადავლახოთ სიახლის შიში.

ცვლილებისა და წარმატების მიღწევის გზა კომფორტის ზონის დატოვებაა. ეს ეხება ყველაფერს. ვიცოდეთ, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი შიშის დაძლევისა და წარმატების მიღწევის გზაა. არასოდეს არაა გვიანი ძირეულად შევცვალოთ ცხოვრება და გავაკეთოთ ის, რაც ყოველთვის გვსურდა. წარმატება შეიძლება დღესვე არ მოვიდეს, მაგრამ ის აუცილებლად მოვა. ახალი წელი ასოცირდება ახალი კალენდრის ათვლასთან ეს დღესასწაული ყოველთვის ასოცირდება იმედებთან, ოცნებებთან და ბევრი საკუთარ თავს ჰპირდება რომ ყველაფერს ახლებურად დაიწყებს.

პირველ რიგში შესანიშნავია დავსახოთ მიზანი და ეს ყველაფერი ჩამოვწეროთ ფურცელზე გეგმის სახით! თუმცა ბევრისთვის ეს სტრესულია რადგან წინასწარ აქვს შიში თუ ამ პუნქტებიდან რომელიმეს ვერ შეასრულებს, ექნება დანაშაულის განცდა. ამიტომ ჯანსაღად უნდა აღვიქვათ ეს საკითხი და ბუნებრივია თუ რაღაცას ვერ მოვიყვანთ სისრულეში, შესაძლებელია გადავდოთ სამომავლოდ ან კიდევ გზაში მიზნებამდე მივხვდეთ რომ ჩვენი კონკრეტული მიზანი შეიცვალა. მთავარია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და თვითშეფასებაზე მუშაობა.

პირველ რიგში მოვუსმინოთ საკუთარ თავს და განვსაზღვროთ რისი შეცვლა გვსურს? რა შედეგზე გავალთ თუ შევცვლით და რას მოგვცემს ეს ყველაფერი? ძალიან ხშირად ხდება როცა ადამიანი ისახავს მიზანს სხვისი ცხოვრების მაგალითზე და ბოლომდე არ აქვს გააზრებული მოუტანს თუარა ბედნიერებას ეს ცვლილება! ამიტომ გაცნობიერება და გააზრება მნიშვნელოვანია! ასევე მნიშვნელოვანია გლობალურ მიზნებამდე დავიწყოთ პატარა მიზნების განსაზღვრა და გადავდგათ ნაბიჯები! ასევე მნიშვნელოვანია შევაქოთ საკუთარი თავი! ხშირად ადამიანი საკუთარ თავს სხვებს ადარებს და ეს ომი ყოველთვის წაგებულია რა თქმა უნდა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც შენზე მეტს ქმნის რაიმე კონკრეტული მიმართულებით! ამიტომ ის რაც ყველასგან გამოგვარჩევს ეს არის ჩვენი უნიკალურობა ინდივიდუალიზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები