102 წლის ქალმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა უკვე დატოვა. ქუთაისის ინფექციური კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტებით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.
გალინა მაღლაფერიძე კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს.
„102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 74 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძე.