LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადანაწილდება თანამდებობები საკანონმდებლო ორგანოში: რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია

138
pjimage-24

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

მაშინ, როდესაც პარლამენტში შესვლაზე ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იშლება, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ გადანაწილდება თანამდებობები საკანონმდებლო ორგანოში.

საინფორმაციო სააგენტო IPN-ის ინფორმაციით, შიდა კონსულტაციები გრძელდება, თუმცა უკვე მიღებულია რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის პოზიციაზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკის კანდიდატურას ვიხილავთ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ, შესაძლებელია, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი აირჩიონ.

სააგენტო წერს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, სვარაუდოდ, დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.

დასახელებულ გვარებს შორის კვლავ არის მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც, დიდი ალბათობით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა თანამდებობის პირები უნდა აირჩიოს პირველივე სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.

magti 5g