LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება 52 წლის სინდი კროუფორდი კოსმეტიკის გარეშე (ფოტო)

86

ცნობილი მოდელი, სინდი კროუფორდი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა.

52 წლის კროუფორდი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითია. ინტერვიუებში ის ხშირად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. თავის გამოცდილებას კი არამარტო თაყვანისმცემლებს, არამედ 16 წლის ქალიშვილს, კაია გერბერსაც უზიარებს, რომელიც მოდის ამომავალი ვარსკვლავია და უამრავი წამყვანი დიზაინერის მუზაც უმოკლეს დროში გახდა.

პაპარაცების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კროუფორდს არ უსვია მაკიაჟი. ის სპორტულ ფორმაშია გამოწყობილი. მიუხედავად ასაკობრივი ცვლილებებისა, შეუდარებლად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ ლამაზმანის სილამაზის მთავარი საიდუმლო რეგულარული სპორტი და დიდი რაოდენობით წყლის მიღებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები