LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გრძნობს თავს მარინა ენდელაძე ვაქცინაციის შემდეგ – “დილიდან სამსახურში ვარ”

103
marina 5

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

ენდელაძის მსგავსად ექიმები მოსახლეობის დარწმუნების მიზნით საჯაროდ, ღია ეთერში აიცრნენ. პაატა იმნაძის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ აცრა პირველ დღეს 668-მა სამედიცინო მუშაკმა გაიკეთა.

დაბალი მაჩვენებელი, რაც პირველ დღეს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე დაფიქსირდა, ოპოზიცია ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობას უკავშირებს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ გრძნობს თავს ვაქცინაციის შემდეგ მარინა ენდელაძე. 

„კარგად ვარ, დილიდან სამსახურში ვარ, ჩვეულებრივ ვმუშაობ. არაფერი მაწუხებს. მხოლოდ ვგრძობ, რომ მკლავზე მაქვს ნაჩხვლეტი. ამას ტკივილიც არ ჰქვია. არც სიწითლე მაქვს მკლავზე და არც სიცხე მაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინის ძალიან დიდი მოლოდინი იყო, „ასტრაზენეკას“ შემოტანის შემდეგ, სპეციალურ პორტალზე  ექიმთა დარეგისტრირების მცირე მაჩვენებელი რატომ ფიქსირდება, რას უკავშირებთ? 

ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.  ორ დღეში ყველა ვერ აიცრებოდა. თანდათან მოიმატებს ვაქცინირებულთა რიცხვი. ჩემს გარშემო ყველა ექიმი დარეგისტრირებულია, ვისაც ჯერ არ გადაუტანია კორონავირუსი და ეკუთვნის აცრა, აპირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.

აცრილი ექიმების ნაკლებობას „ასტრაზენეკასთვის“ გამოცხადებულ უნდობლობას ხომ არ უკავშირებთ. როგორც ცნობილია, უკვე ბევრია იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის აცრა შეაჩერა. 

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველა ქვეყანა, რომლებმაც  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა შეაჩერა, კვლავ  გააგრძელებს. 5 მილიონი ადამიანიდან 30-ს რომ დაემართოს თრომბოზი, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. 5 მილიონი ადამიანიდან 30-ს შეიძლება, აცრის გარეშეც განუვითარდეს თრომბოებოლია.

ამავე თემაზე:

რამდენად საშიშია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა, მაშინ როცა ევროპის 5-მა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა – კულუმბეგოვის განმარტება

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია, ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა: ლევან გოფოძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g