LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იზრდებიან ბავშვები: ბარსას ბიჭებმა მტირალა მეტოქე დაამშვიდეს (ვიდეო)

128

ბავშვებმა „ბარსელონადან“ მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს და თან გულიანად ამშვიდებდნენ გულამოსკვნით მტირალ მეტოქეს.
ნორჩი ფეხბურთელების ღირსეული აღზრდა.

U-14 „ბარსელონას“ ბიჭებმა იაპონიაში მიმდინარე ტურნირის მატჩი მოუგეს „პერსიმონს“ თავბრუდამხვევ პენალტების სერიაში.

გამარჯვებულის გამოსავლენად ბავშვებს 28 დარტყმის შესრულება მოუწიათ. მას შემდეგ, რაც ევროპელებმა გამარჯვება იზეიმეს, ისინი თანაუგრძნობდნენ და ამშვიდებდნენ მოწინააღმდეგე გუნდს, რომლის ბევრი მოთამაშე გულის ამოგდებადე ტიროდა.

სერიის საბოლოო ანგარიში 11:10-ია კატალონიელების სასარგებლოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები