როგორ კონტროლდება პესტიციდების ხარისხი ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა ისაუბრა.
როგორ კონტროლდება პესტიციდების ხარისხი ქვეყანაში?
სააგენტო არის პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრაცია-კონტროლზე პასუხისმგებელი, ჩვენ ვახორციელებთ ყველა სარეაბილიტაციო ობიექტის შემოწმებას, მანამდე ვახდენთ ამ ობიექტების აღიარებას. წლის განმავლობაში ყველა ობიექტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოწმდება და ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები. ამ ყველაფრის მიზანს წარმოადგენს, რომ ფერმერს მიეწოდებოდეს ხარისხიანი პროდუქცია, რათა შეძლონ ხარისხიანი პროდუქციის მიღება, მავნე ორგანიზმებს შეუძლიათ დააზიანონ მოსავალი.
კონტროლის პროცესში ხდება დარღვევებზე რეაგირება, 2025 წელს 40-მდე ტიპის დარღვევა აღმოვაჩინეთ, რაზეც შესაბამისი სანქცია იქნა გატარებული.
ფაროსანასთან ბრძოლა მე-8 წელია მიმდინარეობს, რა ნაბიჯები გადაიდგა ამასთან დაკავშირებით? შედეგი უკეთესია, ბოლო 10 თვის პერიოდში თუ შევადარებთ თხილის ექსპორტს 17 ათას ტონაზე მეტი თხილი გავიდა, ეს არ ნიშნავს რომ მავნებელი სადღაც წავიდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი, თუ როდის და რომელ ლოკაციაზე დაიწყოს მავნებელთან დაკავშირებით ღონისძიებები, ამ პროგრამის მიზანი არის, მავნებლების რიცხოვნობის შემცირება.