LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მამაკაცზე ოცნებობენ ქალბატონები?

42

ქალბატონებს მამაკაცების შეფასებისას საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომლებიც ხანდახან ყოველგვარ ლოგიკას ცდება. გაინტერესებთ როგორ მამაკაცზე ოცნებობენ ისინი?

 

რა სურთ ქალებს?

ქალბატონებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იდეალურ მამაკაცთან დაკავშირებით. ურთიერთობების დასაწყისში მათ უკვე წარმოდგენილი აქვთ შეყვარებული-ქმრად, მსგავსი შორსმჭვრეტელობა კი მამაკაცების უმეტესობას აშინებს. ქალბატონები ძალიან ემოციურები არიან, ისინი მუდამ საკუთარ გულს უსმენენ, ამიტომ მამაკაცებისთვის რთულია მათზე შთაბეჭდილება მოხდინონ.

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი?

მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი. მაგრამ, მხოლოდ ფიზიკურად არა. საუბარია სიძლიერეზე, რომელიც მამაკაცს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება და ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული დაბრუნდება. საუბარია ძალაზე, როდესაც მამაკაცი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მათზე პასუხისმგებელია. სიძლიერეზე, რომლის მეშვეობითაც ის თავის მეწყვილეს დაუცველად არასდროს დატოვებს.

კარგი რეპუტაცია ქალბატონებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველივე შეხვედრაზე ქალბატონების სულიერი სამყაროთი არ ვიხიბლებით. ქალბატონებიც თავდაპირველად ვიზუალს ამჩნევენ.  სწორედ ამიტომ, მამაკაცი ფიზიკურადაც მიმზიდველი უნდა იყოს. ნავარჯიშები ტანი, კარგი პრესი და მუდამ ფორმაში ყოფნა, ქალბატონებს ძალიან იზიდავთ.

მამაკაცი უნდა იყოს მზრუნველი. ქალბატონების უმეტესობას ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ მისი პატრნიორი სამსახურში მკაცრი და ძლიერია, ხოლო სახლში ძალიან მეგობრული. მამაკაცი აუცილებლად უნდა ინტერესდებოდეს შეყვარებულის პრობლემებით და ხშირ შემთხვევაში უნდა ეხმარებოდეს მოგვარებაში.

აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, რომ მასთან ურთიერთობა საინტერესო იყოს და საუბარი მხოლოდ ლუდით და ფეხბურთთ არ შემოიფარგლებოდეს. სხვა შემთხვევაში ქალბატონი ადვილად კარგავს ინტერესს მამაკაცის მიმართ.

კარგი იუმორის შეგრძნება მამაკაცს ძალიან ბევრი სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. მამაკაცები მოჭარბებული იუმორით ქალებს ზალიან იზიდავთ.

მამაკაცი სარკესთან ქალბატონზე მეტ დროს არ უნდა ატარებდეს. რაც ორივე სქესის წარმომადგენელს ძალიან აღიზიანებს.

 

დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი

 

თუ თქვენ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით:

 

არასდროს არ შეპირდეთ თქვენს მეგობარ ქალბატონს ისეთი რამ, რის ასრულებასაც ვერ შეძლებთ.

იამაყეთ თქვენი პარტნიორის სილამაზით. ამასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ  მის გვერდით თქვენც მუდამ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეთ.

როდესაც ქალბატონი ამბობს ”არა”-ს, არ არის აუცილებელი დაკითხვა მოუწყოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ძირითადად ეს ნიშნავს ”შეიძლება”-ს და უარის თქმით თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

თუ თქვენმა მეორე ნახევარმა სამსახური იშოვა, აუცილებლად დაუფასეთ. ის ამას თქვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის აკეთებს.

 

მთავარია არ ითამაშოთ, უბრალოდ ეცადეთ გახადოთ თქვენი ურთიერთობა უფრო მხიარული და ერთად გადადგათ ნაბიჯები მომავლისაკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები