როგორ მოვუაროთ კანს სახლის პირობებში – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კოსმეტოლოგმა, ინექციონისტმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.
გაფართოებული ფორები
პირველ რიგში ვიტყვი, რომ უნდა დავადგინოთ პრობლემა და შემდეგ დავიწყოთ მასთან ბრძოლა.
გაფართოებული ფორების გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის ელასტიურობის დაქვეითება, ამ შეიძლება იყოს კომედონებით სავსე კანი და ამის ფონზეც იყოს გაფართოებული ფორები. ნიაცინამიდი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეც და ღამეც.
კანის გაუწყლოება
გაუწყლოება არის კანის მდგომარეობა. ნებისმიერი კანის ტიპს შეიძლება დაემართოს, თუმცა მშრალ კანზე უფრო აისახება. მიზეზს რაც ეხება, ეს შეიძლება იყოს როგორც წყლის ზედმეტი მიღება, ასევე პირიქით, ნაკლები წყალი. გაუწყლოებას ვებრძვით ჰიალურონის მჟავით, პრობიოტიკებით. და ასევე ბარიერის აღდგენისთვის კარგია კერამიდები.
პიგმენტაცია
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემა. უნდა მოვერიდოთ აგრესიულ მზეს. ც ვიტამინი კარგია ერთგვაროვანი კანისთვის, პოსტ აკნე ლაქებისთვის. ასეთ დროს გამოიყენება ასევე რეტონოლი, გკილოკოლის მჟავა.
მოშვებული კანი
ვიტამინის ც არის მულტიფუნციური პროდუქტი, მას აქვს კაპილარების გამაგრების ეფექტიც. პროდუქტებს, რომლებიც ზამთრის შემადგენლობის დროს გამოიყენება, ახასიათებთ მსუბუქი ექსფოლაცია. შეიძლება საწყის ეტაპზე მცირე დოზით გამონაყარიც წამოვიდეს.
წვრილი ნაოჭები
წვრილი ნაოჭების დროს ეფექტურია რეტინოლი, თუმცა საფრთხილოა. დააკვირდით შემადგენლობას. უნდა დაიწყოთ დაბალი შემადგენლობით მისი გამოყენება, კვირაში ერთხელ, ან კვირაში ორჯერ. რეტინოლი არის ღამის პროდუქტი. მისი გამოყენება ზაფხულში სასურველი არაა. თუ პაციენტი ზაფხულის განმავლობაში დახურულ სივრცეში იმყოფება და არ გადის მზეზე, შესაძლებელია, მისი გამოყენება ზაფხულშიც.