2025 წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ბაჩო ლასარეიშვილს დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან სახლში ცოტა ხნის წინ გაეწერა.
„როგორ მტკივა უშენობა ნეტა იცოდე ჩემო ანგელოზო… ჩემო ერთადერთო“, – წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.
როგორ მტკივა უშენობა ნეტა იცოდე ჩემო ანგელოზო❤️
Posted by Lika Kuchuxidze on სამშაბათი, 06 იანვარი, 2026
