LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიქმნა სტადიონების მთავარი ჰიმნი We Will Rock You, რომლის მელოდია ყველამ ზეპირად იცის – მუსიკალური ისტორიები

882
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით

დღეს ცნობილი ჰიტის, We Will Rock You-ს მელოდია იცის ნებისმიერმა, მათ შორის ისეთმაც, ვისაც Queen-ის მუსიკა საერთოდ არ უყვარს. სიმღერა დღეს ყველა საფეხბურთო მატჩის ჰიმნია და მას გულშემატკივრები სხვადასხვა ტექსტით ასრულებენ.

1977 წელს, როცა Queen-ის მუსიკოსები სტაფორდში კონცერტს მართავდნენ, დასასრულს კულისებში გასული ჯგუფის სცენაზე დაბრუნებას მსმენელი საათზე მეტხანს სთხოვდა. მაყურებელი მღეროდა ცნობილ ჰიტს You’ll Never Walk Alone, რომელიც დღეს საფეხბურთო ჰიმნად არის ცნობილი. სწორედ ამ მომენტმა შთააგონა ბრაიან მეი, შეექმნა ახალი სიმღერა, რომელიც სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებდა, აამღერებდა მთელს სტადიონს და მან ეს მოახერხა. საინტერესო დამთხვევაა, რომ ამავე პერიოდში ფრედი მერკურიმ დაწერა დაუვიწყარი We Are the Champions, რომელიც გახდა We Will Rock You-ს მთავარი კონკურენტი. სიმღერას We Will Rock You მუსიკოსები ლონდონის მიტოვებულ ძველ ეკლესიაში წერდნენ, სწორედ აქ შეიქმნა მუსიკალური რიტმი, სადაც ბევრი ადამიანის ფეხის ხმა ისმის.

საკონცერტო შესრულებისას, ამ ეფექტს როჯერ ტეილორი, ჯონ დიკონი და ბრაიან მეი ქმნიდნენ, არსებობს სიმღერის ჩქარი ვერსიაც, რომელიც ჯგუფის არც ერთ ალბომში არ შევიდა.

მოგვიანებით, სიმღერის არაერთი ქავერი შეიქმნა, თუმცა ყველაზე პოპულარული გამოდგა ჯგუფ Five-ის ვერსია, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. ჟურნალმა Rolling Stone-მა სიმღერა We Will Rock You მსოფლიოს 500 საუკეთესო სიმღერას შორის დაასახელა. სიმღერა „გრემის“ დიდების ხეივანში, საუკუნის სიმღერების სტატუსს ფლობს.

2004 წელს სიმღერა We Will Rock You „პეპსის“ სარეკლამო რგოლში ჟღერდა, სადაც ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი, ბიონსე, ფინკი და ბრიტნი სპირსი გადაიღეს. ბრაიან მეი ხშირად ამბობს, რომ სიმღერა ზედმეტად აიტაცეს და არ მალავს, რომ ეს ფაქტი უკვირს, ამ სიმღერის მიხედვით გადაიღეს მიუზიკლიც, რომელიც ლეგენდარული Queen-ის შემოქმედებას ეძღვნება. ამბობენ, რომ სიმღერის თავდაპირველ ვერსიაში ჟღერდა ტექსტი We Will Beat You და ფრედი მერკურიმ დაარწმუნა ბრაიან მეი, რომ ტექსტი შეეცვალა.

სიმღერა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც რადიოეთერში ყველაზე ხშირად გაშვებული სიმღერა.

15 სტუდიური, 10 საკონცერტო ალბომი და 77 სინგლი, რომელთა უმეტესობა შედევრად იქცა – Queen-ის ცნობილი ჰიტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები