LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევხვდეთ ახალ წელს სახლში – 7 მხიარული იდეა

71
fun-ways-to-celebrate-new-years-eve-at-home

ახალი წელი ყოველთვის დიდ წვეულებებთან, კონცერტებთან და დღესასწაულს მოწყურებულ ხალხის მასებთან ასოცირდებოდა. თუმცა, პანდემიამ ცხოვრების წესი შეგვიცალა და ეს ისეთ მნიშვნელოვან დღეებსაც შეეხო, როგორიც ახალი წელია. კოვიდურ რეალობაში ყველაზე სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილება სახლში დარჩენაა. თანაც, ახალ წელს მარტო აღნიშნავთ, მეგობრებთან, შეყვარებულთან თუ ოჯახთან ერთად, არსებობს უამრავი გზა რომელიც დღესასწაულს მართლაც დაუვიწყარს გახდის.

1. მოამზადე იდეალური კოქტეილი
სახლში აღნიშვნა იმას ნიშნავს, რომ ბარში თქვენი სასმლის მისაღებად უზარმაზარ რიგში დგომა არ მოგიწევთ. მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი სასმელები, მოამზადეთ კოქტეილები და საღამოთი დატკბით.

2. სასუსნავები
ახალი წელი გემრიელი საჭმლის გარეშე წარმოგიდგენიათ? მაშინაც კი თუ სტუმრებს არ ელოდებით და დიდი სუფრის გაშლას არ აპირებთ, მოამზადეთ ყველაფერი რაც გიყვართ.

3. გამოიპრანჭე
სადღესასწაულო განწყობისთვის ჩაცმულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი როცა ახალ წელს სახლში ხვდებით, აუცილებლად უნდა გამოიპრანჭოთ, ჩაიცვათ ახალი ტანსაცმელი, გადაიღოთ ბევრი სელფები და ა.შ.

4. საშობაო ფილმები
უყურეთ საშობაო ფილმებს და შოუებს, ამაზე უკეთესი ახალი წლის წარმოდგენა შეუძლებელია. სიცილი საუკეთესო წამალია და სადღესასწაულო თერაპიას თუ მოიწყობთ ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მთელი წელი ასეთივე სასიამოვნო გექნებათ.

5. იცეკვე
ჩართეთ მუსიკა, ფერადი განათებები და საცეკვაო მოედანი პირდაპირ თქვენს მისაღებში მოაწყეთ. მართალია მთლად კლუბი ვერ გამოვა, თუმცა გართობას ნამდვილად მოახერხებთ.

6. გეგმები
დასხედით, შეაჯამეთ გასული წელი, დაემშვიდობეთ მას და მომავლის გეგმები ჩამოწერეთ. კარგად ჩამოაყალიბეთ თუ რისი გაკეთება გსურთ, როგორ უნდა განვითარდეთ და ა.შ.

7. გააკეთე სიკეთე
დაიწყეთ 2022 წელი სიკეთით, ქველმოქმედება თავს ძალიან კარგად გაგრძნობინებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები