LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“

280
SALOM

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უკრაინის პრეზიდენტი მოლოცვის წერილს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ვოლოდიმირ ზელენსკის წერილის არაოფიციალურ თარგმანს საქართველოში უკრაინის საელჩო აქვეყნებს.

„თქვენო აღმატებულებავ!

უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა

26 მაისის ერთ-ერთი მთავარი დეტალი იქნება საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე გაჟღერდება.

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნულია ზელენსკის მილოცვაში.

 

magti 5g