LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტკიპა გვიკბენს – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი რეკომენდაციებს გვიზიარებს

1198
ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან რჩევებს ხშირად აქვეყნებს, საზოგადოებას მორიგ რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტკიპა გვიკბენს – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პედიატრი გვირჩევს:

„ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა, გიპასუხებთ აქ ჩემო ძვირფასებო… თუ ბავშვს ტკიპა აზის, მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება:

ტკიპის სწრაფი მოცილება:

✅ გამოიყენეთ წვრილი პინცეტი. ეცადეთ, რომ ტკიპა ამოიღო მთლიანად, თავის ჩათვლით. არ გამოწიო, არამედ ნელა და სტაბილურად ამოაყოლე კანს.

✅ არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი ან სხვა ნივთიერებები მოცილებამდე – ეს ტკიპას აიძულებს გამოაფრქვიოს ნაწლავის შემცველობა კანში, რაც ზრდის ინფიცირების რისკს (მაგ. ლაიმის დაავადება).

✅ დაუმუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით: ბეტადინი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, სპირტი (მოკლედ, რაც გაქვთ).

✅ დაიმახსოვრე ტკიპის მოცილების დრო და თარიღი, შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციური დაავადებების მონიტორინგისთვის.

✅ დააკვირდით ბავშვს 30 დღე: თუ გამოუვლინდა სიცხე, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი – აუცილებლად მიმართე ექიმს.

✅ ტკიპა შეგიძლიათ შეინახოთ პატარა კონტეინერში ლაბორატორიული ანალიზისთვის, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ავად გახდება.

✅ აქვე მინდა გითხრათ, რომ ექიმს შეიძლება დასჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, განსაკუთრებით ენდემურ ზონებში.

✅ ნუ ატეხთ პანიკას, ნუ შეგიპყრობთ შიში, იმოქმედედ მშვიდად (აფორიაქებულებს გაგიჭირდებათ იუველირული მოქმედების შესრულება)

✅ ისე, ვის აშინებდა ტკიპა წლების წინ. ტკიპები ყოველთვის იყვნენ და კბენდნენ ადამიანებს!!! უბრალოდ, 21-ე საუკუნეა და მეტად ყურადღებიანები გავხდით ინფორმატიულობის გაზრდის გამო და მშიშრები ნერვული სისტემის ლაბილურობის მატებსთან ერთად – ეს ისე, ხუმრობით. დაკვირვება, ყურადღება და ნებისმიერი პრობლემის დროული მონიტორირება ამცირებს დაავადებების რისკებს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა,გიპასუხებთ აქ ჩემო ძვირფასებო… თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი…

Posted by Inga Mamuchishvili on კვირა, 13 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g