LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ვიცხოვრო უშენოდ? მიწა გამომაცალე შენი წასვლით.. მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო, ჩემო ტკივილო, როდისმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა..“ – თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1108
Untitled design (3)

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებით, საოპერო მომზადების კათედრის უსაყვარლესი კონცერტმაისტერი ქალბატონი ნანა რუხაძე გარდაიცვალა. ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნანას გარდაცვალებამ თავზარი დასცა.

„ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო 😓 რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა 😓😓😓😓 ჩემი ნანუჩი, ჩემი ერთგული ადამიანი, ჩემი პიანისტი, მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი. ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო.

გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს, არ შემაწუხოთო 😓😓 სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ….😓😓😓

ნანა, არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ? 😓😓😓😓 მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო, უბოროტო, პირდაპირო, ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო….. მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო, ჩემო ტკივილო, როდისმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა… დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე …თავზარი დამეცი ნანა 😓😓.“, – წერს თამარ ივერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები