დღეს 23 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ქართველ გულშემატკივრებს დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი აქვს.
მათ შორის არის ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი, რომელიც წერს, რომ დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის.
„ბევრს ვფიქრობდი ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! ზუსტად ეს მაგრამ გახდა ჩემპიონატისთვის გამოცანა, საქართველო მოიგებს თუ ესპანეთი? დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის!!! მე მჯერა ჩვენი ბიჭების 🇬🇪✊✊“,- წერს როინ ქოჩორაშვილი.