LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც პრემიერი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს: ირაკლი ღარიბაშვილი

158
ღარიბა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.

„მინდა, მოსახლეობას კარგად შევახსენო, თუმცა ვიცი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება.

“ამის შემჩერებელი, დღეს ვხედავთ, რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირდაპირ, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინული ჯარი. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე.” – აღნიშნავს პრემიერი.

“ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება, არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ როგორც ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის ინტერესებს. არაფერს და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად იმ რაღაც ოპოზიციური ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“კარგად გვახსოვს, როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე პროვოკაციულად დაარქვა ზემო აფხაზეთი, და ჩააბარა ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილობაში ჩვენივე ტერიტორიაზე.”

პრემიერ მინისტრის თქმით ომის შედეგები ძალიან მძიმეა, ამან გამოიწვა აღიარება ჩვენი ძირძველი ტერიტორიების და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ეს უბედურება, ტრაგედია დასრულდა რუსეთის ოკუპაციით.

“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ რუსეთის ჯარმა, 2007 წელს დატოვა ბოლო შენაერთმა ჩვენი ტერიტორია და სულ რამდენიმე თვეში, ამ უგუნურმა, გაუთვლელმა, ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერ აცილებამ, მიგვაღებინა ომი და უბედურება, ქვეყნის ნგრევა.”

“საბოლოო ჯამში ვინ დაიჩაგრა, მეგობრებო, ვინ დაიჩაგრა, ისევ ხალხი, ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი. ის უბრალო ხალხი, ჯარისკაცის ოჯახის შვილები, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, დაიჩაგრა ჩენი ქვეყანა, თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს, გააგრძელეს მოღვაწეობა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გააგრძელეს ქვყნის ძარცვა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესების და ქონებების წართმევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g